top of page
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
vashlatamaatama.jpg

"ქართული ოცნების" ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე ალაპარაკდა. პარტია ამომრჩევლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე ესაუბრა და აღნიშნული ოთხი მიზეზით განმარტა, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოს დეოკუპაციას ეხებოდა:

„მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“.

მძიმე ისტორიული მეხსიერების მქონე ომგამოვლილი საზოგადოებისთვის დეოკუპაციის მესიჯი არის მეტი, ვიდრე ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების გადალახვის დაპირება. მმართველობის 12 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის გათავისუფლებაზე ზრუნვა პარტიის პოლიტიკის დღის წესრიგში არ ყოფილა, თუმცა "ტერიტორიული მთლიანობა" 2020 წლიდან სხვა სახით, კერძოდ, "გარეჯი საქართველოა" გზავნილით მკვიდრდებოდა მმართველი პარტიის რიტორიკაში. მიუხედავად ამისა, 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მთავარ მიზნად საქართველოს ერთიანობის იდეის შემოტანა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მოულოდნელი იყო.

"ბოდიშამდე იყო გარეჯი საქართველოა"

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინიციატივამდე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, როცა წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციის აქტიური რეგიონული კამპანიის პარალელურად პროკურატურამ წამოიწყო სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც წინა ხელისუფლებას და საზღვრების შეთანხმებაზე პასუხისმგებელ პირებს ადანაშაულებდა აზერბაიჯანის სასარგებლოდ რუკის დახაზვასა და საქართველოს ტერიტორიების

უკანონოდ გასხვისებაში. საქმეს პროსახელისუფლებო მედიებმა უწოდეს "დავით გარეჯის საქმე", მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიები არ მდებარეობდა სადავო საზღვრებში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აგებული ცრუ კამპანია 

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული საქმის გამოძიება და საჯაროდ დეტალებზე საუბარი რეკომენდებული არ იყო, რადგან ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფცია, პროკურატურის მხრიდან ინფორმაცია გავრცელდა, რომ "ვიღაცამ" ქვეყნის ტერიტორიები გაყიდა, რასაც შემდეგი მოვლენები მოჰყვა

publika_edited.png

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს არჩევნების დემოკრატიულობაგანცხადებაში ნახსენები იყო, რომ "მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და,  სავარაუდოდ, ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა."

რა მიზანს ისახავდა ოფიციალური და ანონიმური კამპანია?

"დავითგარეჯი საქართველოა" კამპანიის მიზანი საზოგადოების პოლარიზება და საარჩევნო მიზნით ამ ნარატივების გამოყენება იყო.

 

საქმე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე სასწრაფოდ უნდა გამოძიებულიყო, დღემდე გაუხსნელია.

"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა"
რეალური ინიციატივა თუ "გარეჯი საქართველოა 2" ?

რა ძირითადი მსგავსებებია ამ ორ კამპანიას შორის?

ნაციონალისტური მესიჯები და "ბოდიშის" კამპანია აქტიურად გავრცელდა ანონიმური მხარდამჭერი გვერდების მიერ. ძირითადი აქცენტი გამახვილებული იყო წინა ხელისუფლების მხრიდან ტერიტორიების მიზანმიმართულად დაკარგვაზე. რეკლამები "ქართულ ოცნებას" პოზიტიურ იმიჯს უქმნიდა.

Ad Library

Screenshot 2024-12-02 210802.png
Screenshot 2024-12-02 210713.png
Screenshot 2024-12-02 210837.png
Screenshot 2024-12-01 032236.png

ანონიმური გვერდი Bidzina Ivanishvili for Georgia აზიარებს და არეკლამებს პარტიის ძირითად მესიჯებს ერთიანი საქართველოს რუკის გამოსახულებით

Screenshot 2024-12-01 032146.png
Screenshot 2024-12-02 220505.png

რეკლამები დეკლარირებულია, მაგრამ არ იძლევა ინფორმაციას დამკვეთის ვინაობის შესახებ.

რატომ დაბრუნდა "ტერიტორიული მთლიანობა" და არა ეკონომიკური კეთილდღეობა პარტიის რიტორიკაში?

რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს "ქართულმა ოცნებამ" ტერიტორიული ერთიანობის იდეით საკუთარი თავი საქართველოს მცველად წარმოაჩინა, ხოლო ოპოზიციური პარტიები ამ იდეის მოწინააღმდეგედ და ქვეყნის მტრებად​.

საკონსტიტუციო უმრავლესობასთან ქვეყნის ერთიანობის პოლიტიკური ძალისხმევისა და ნაციონალისტური საკითხის ამგვარად მიბმა, შესაძლებელია ამომრჩეველთა მობილიზებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყოს, თუმცა ამ დაშვებით პარტია თემის სენსიტიურობას უნდა გამორიცხავდეს. პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, საკონსტიტუციო უმრავლესობასა და ნაციონალისტურ მესიჯებს შორის ლოგიკური კავშირი არ არის, მთავარი გათვლა საზოგადოების დაიმედება იყო, რომ კონფლიქტი არჩევნების შემდეგ მოგვარდება.

მაშინ ვინ არის ბოდიშის რეალური ადრესატი?

"ბოდიში" ნიშნავს პასუხისმგებლობას

ბექა კობახიძე, ისტორიკოსი

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის დამნაშავედ წარმოჩენა რუსული ნარატივის ნაწილია, საქართველოში გააქტიურებული ტერიტორიული მთლიანობის თემა შესაძლოა, კრემლის ბერკეტებს სუსტად წარმოაჩენდეს საერთაშორისოდ.

ამ საკითხზე ოფიციალური მოსკოვის პირველი გამოხმაურება მოჰყვა 26 მაისს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის, განცხადებას:

„ჩვენი 'აღთქმული მიწა', ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“

ირაკლი კობახიძე

"ეშმაკისეული მსჯელობა"

უწოდა გრიგორი კარასინმა 2030 წლამდე ერთიანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეას.

news_60398_1_edited_edited.png
karasin_edited.png

"არ ვიცი, რამ შთააგონა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გარდა პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილისა. როგორ დაუბრუნებს ის საქართველოს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და აღიარებულნი არიან, ნამდვილად არ მესმის."

რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი

თუმცა

„რუსეთი მზადაა, გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც განსაზღვრებით არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის, გაუწიოს ყოვლისმომცველი დახმარება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს დიალოგის განვითარებაში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და გადაიჭრას სხვა დაგროვილი პრობლემები მათთვის საერთო რეგიონში“, - განაცხადა 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

 

ექსპერტების შეფასებით, რუსეთი "ქართული ოცნების" ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ კამპანიას მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების დონეზე "აქტორების" თანამშრომლობის აუცილებლობით ეხმიანება. რეგიონში "მშვიდობის გარანტის" როლს კი თავად ირგებს.

საიტის ავტორი: ნინო ფერაძე

bottom of page